Welcome to CityLink Online Shopping Store !

დაბრუნების პოლიტიკა და პრინციპი

დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით CityLink.ge-ზე შემდეგი პირობებით:
(ა) კომპანიის მიერ განთავსებული ნივთების დაბრუნების წესი განისაზღვრება, წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად უნდა შეავსოს დაბრუნების ფორმა, რომელიც განთავსებულია შეკვეთის ისტორიაში თითოეული ნივთის გასწვრივ. აღნიშნულის განსახორციელებლად, თქვენ უნდა გადახვიდეთ შეკვეთის ისტორიაში, ნახოთ კონკრეტულად დასაბრუნებელი ნივთი და დააჭიროთ მის გასწვრივ არსებულ დაბრუნების ღილაკს.
(ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 30 ლარის ფარგლებში არსებული ნივთები და 30 ლარს ზემოთ ღირებულების ნივთების ზოგი კატეგორია არ ექვემდებარება დაბრუნებას, შესაბამისად, ასეთ ნივთებზე დაბრუნების ფორმას ვერ შეავსებთ დაბრუნების ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ საგამონაკლისო ნივთებს ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ ხარვეზი, პრეტენზია შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომპანიის ქოლ-ცენტრთან დაკავშირების ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოწერის გზით.


დაბრუნების პირობები

1.1. კომპანია, დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:


დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

2.1. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა თქვენი პროფილიდან შეკვეთების გვერდზე არსებული დაბრუნების ფორმის სრულად შევსება.
2.2. ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.3. თუ თქვენ 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას.
2.4. დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7 კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი).
2.5. ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ განახორციელოთ კომპანიის შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი 45, თბილისი, საქართველო.
2.6. დასაბრუნებელი ნივთების მიღების საათებია:

ორშაბათი 11:30 - 14:30 სთ.
სამშაბათი 11:30 - 14:30 სთ.
ოთხშაბათი 11:30 - 14:30 სთ.
ხუთშაბათი 11:30 - 14:30 სთ.
პარასკევი 11:30 - 14:30 სთ.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ მიიღებს დასაბრუნებელ ნივთებს დღის სხვა მონაკვეთში.
2.7. კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს; 2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.9. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.
2.10. ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
2.11. ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.12. ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.).


ანაზღაურების წესი

3.1. კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში. გამონაკლისია:
თუ დაბრუნებული ნივთი ექვემდებარება სერვის ცენტრის მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, სერცვის ცენტრის მიერ მოწოდებული დასკვნის მოწოდებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
3.2. დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე).
3.3. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად. 3.4. კომპანია დაბრუნებული ნივთის შემოწმებისა და მისი მდგომარეობის შეფასების (შემოწმება შესაძლოა მოხდეს კომპანიის/მოვაჭრის ან სერვის ცენტრის მიერ) შემდეგ მოახდენს თქვენთან დაკავშირებას დასაბრუნებელი ნივთის ღირებულების თაობაზე.


განვადებით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი

4.1. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
4.2. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება შესაძლოა შეუძლებელი იყოს თუ მომხმარებელი განვადებით შეიძენს დაბრუნებად და დაუბრუნებად ნივთებს ერთად. აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი
5.1. აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება.