Welcome to CityLink Online Shopping Store !

ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები

ზოგადი პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და CityLink.ge რესურის წარმომადგენელს (შემდგომში "საიტი" ან "ჩვენ"") შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენ კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.


ტერმინების განმარტება

საიტი - ვებ გვერდი CityLink.ge.
მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის ძიებას და შეძენას.
მყიდველი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.
განცხადება - საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ.
პროდუქცია - საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი.


როდესაც ჩვენი ვებ-საიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტიდან პროდუქციის შეძენის პირობები. საიტზე დარეგისტრირებით ან/და საიტის ადმინისტრატციის მომსახურების გამოყენებით ან/და „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და ჩვენს შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.


ზოგადი პირობები

წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს საიტით სარგებლობის პირობებს. გამყიდველსა და ჩვენს შორის ურთიერთობა დამატებით დარეგულირდება ხელშეკრულებით, რომელსაც, წინამდებარე პირობებთან შეუსაბამობისას, უპირატესი ძალა ექნება გამყიდველსა და ჩვენს ურთიერთობასთან მიმართებით.

მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები. საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. ჩვენ არ ვაპირებთ მომხმარებლებს დავარღვევინოთ ნებისმიერი მოქმედი კანონი. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. ჩვენ პასუხას არ ვაგებთ მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.

ჩვენ უფლებამოსილი ვართ, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შევიტანოთ ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ განვაახლებთ წინამდებარე წესებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს. საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ დავამუშაოთ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს ჩვენს ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე. მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოფს ჩვენი ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებ-გვერდის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ მომხმარებლის პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის. ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცაა მაგალითად განვადება, სესხის დამტკიცება და ა.შ) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება და პასუხისმგებელია ასეთი პირობების დაცვაზე. წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა ჩვენსა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობისას.


ჩვენი უფლებები და მოვალეობები

ჩვენ ვუზრუნველყოფთ, თითოეული განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, განცხადების შესაბამის კატეგორიაში განთავსებას. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას და პასუხს არ ვაგებთ საიტზე განთავსებულ განცხადებაში მითითებული პროდუქციის უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე. წინამდებარე ვებ გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში ჩვენ უფლებამოსილი ვართ დავბლოკოთ დამრღვევი მომხმარებლის IP მისამართი. ანგარიშზე არსებული ვირტუალური ბალანსის შესაბამისი თანხა მომხმარებელს არ უბრუნდება, თუ მომხმარებელი ნებაყოფლობით გააუქმებს რეგისტრაციას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი რეგისტრაციის ნებაყოფლობით გაუქმებამდე გახარჯოს გამოუყენებელი ბალანსი. წინამდებარე წესებზე დათანხმებით მომხმარებელი უარს აცხადებს ჩვენსადმი მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმაზე, ნებისმიერ მოქმედ კანონზე დაყრდნობით.


რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები

მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.


პროდუქციის ყიდვა

პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას. პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში განვადებით ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის. საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით. ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას და არ გავცემთ არანაირ გარანტიას საიტის მეშვეობით შეთავაზებულ პროდუქციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ შემთხვევაში, თუ თავად გამყიდველი ავრცელებს გარანტიას შესასყიდ პროდუქტზე, ამგვარი მითითება აისახება საიტზე შესაბამის ველში. პროდუქციის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით წესები იხილეთ ნივთის დაბრუნების პოლიტიკის განსაზღვრელი დოკუმენტი.


არასრულწლოვანი პირები

ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

გამოსახულება შეიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებულ და შეზღუდულ კონტენტს: თამბაქოს/თამბაქოს ატრიბუტიკას; ან/და ალკოჰოლს; ან/და სექსუალური ხასიათის პროდუქციას; საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეზღუდულია წვდომა ჩამოთვლილ კონტენტზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სრულწლოვანების ასაკს მიუღწეველი პირისათვის. 18+ ღილაკის მონიშვნის შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სრულწლოვანების ასაკს მიღწეული პირი.“


სხვა პირობები

საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირობა (მათ შორის მიტანის/დამონტაჟების პირობები (ასეთის არსებობისას) მითითებული იქნება პროდუქციის წესების/სრული აღწერის გვერდზე და სავალდებულო იქნება წინამდებარე პირობებთან ერთად როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის.